logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ორბანს შეუძლია, პუტინთან ფლირტი გააგრძელოს
- +

5 აპრილი. 2022. 14:56

 

 

„ვიქტორ ურბანს შეუძლია, პუტინთან ფლირტი გააგრძელოს, თუმცა მას რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის არჩევანის გაკეთება მაინც მოუწევს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი რუსეთის ფედერაციის გავლენების გამო, საფრთხეს გრძნობს და „ეშინია“.

 

„ამ ვითარებაში, ორბანს მოუწევს არჩევანის გაკეთება რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. მას შეუძლია თქვას, რომ მე უნგრეთს ვირჩევ, მაგრამ უნგრეთი ამ დანარჩენი სამყაროს ნაწილია, ისინი ევროკავშირში არიან და ჩვენ ნამდვილად გვესმის, რომ ეს ევროპული სახელმწიფოა. ურბანს შეუძლია ფლირტი გააგრძელოს, მას სჭირდება იაფი ენერგორესურსები და არამარტო... ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მას ეშინია, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ შეიძლება განაწყენდეს და თქვას, რომ ეს ასე არაა. მას ეშინია, უნგრეთზე რუსეთის ფედერაციის გავლენების გამო. ვფიქრობ, ის ამას არ გააკეთებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მისი განცხადებით, ვიქტორ ორბანი ამ პროცესს არ დაბლოკავს, რადგან ეს არის რუსეთის სრული და ღია მხარდაჭერა იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner