ხობში პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისათვის" ათეულობით ადამიანმა დატოვა მათ შორის პარტიის დამფუძნებელმა კახა ბუკიამ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „მარშალპრესი“ ავრცელებს.
ბუკია პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.
მისი თქმით, პარტია 80მდე ადამიანმა დატოვა. როგორც კახა ბუკია ამბობსპარტია მათ იმიტომ დატოვეს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი აღმოჩნდა. ჯერჯერობით ისინი სხვა პარტიაში გადასვლაზე არ საუბრობენ.