„მარშალპრესი" პარტია „თავისუფალ დემოკრატებში" მიმდინარე პროცესებზე ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით ირაკლი ალასანიას პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები ტოვებენ.
„ალასანიას გუნდის წევრმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კადიდატად წარდგენილმა, დიმიტრი კორთხონჯიამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე და "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა.
დიმიტრი კორთხონჯია ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას ხუთ ივლის კრწანისის მაჟორიტაობის კანდიდატად წარუდგინა, თუმცა რამოდენიმე დღის წინ კონთხოჯიამ პარტია დატოვა. ალასანიას პარტიის დატოვებას და საარჩევნო კამპანიიდან გამოთიშვას აპირებენ, "თავისუფალი დემოკრატების" მიეწ წარდგენილი სხვა კანდიდატებიც. მიზეზად კი, ალასანიას მხრიდან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლიტიკურ გარიგებასა და შიდა პარტიულ დაპირისპირებას ასახელებენ."- ავრცელებს სააგენტო.