logo_geo
eng_logo
კასპში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან
- +

5 აპრილი. 2022. 18:12

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის მიერ დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალების შეძენა მერიამ უზრუნველყო.

 

კასპის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და უხვი  ნალექის  შედეგად  დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მუნიციპალიტეტის  მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 23 994 ლარი გამოიყო.

 

აღნიშნული თანხით დაზარალებულ ოჯახებს საჭირო მასალები - კედლის ბლოკი, ხის მასალა და სახურავის თუნუქი უკვე შეუძინეს და ადგილზევე მიუტანეს.

 

რამდენიმე დღის წინ კასპის მუნიციპალიტეტში  უამინდობისა და ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლები 19 ოჯახს დაუზიანდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner