logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: უახლოეს კვირებში რუსეთი დონბასის მთლიანად აღებასა და ოკუპირებულ ყირიმზე გასვლას შეეცდება - ეს ომის გადამწყვეტი ეტაპია
- +

5 აპრილი. 2022. 18:15

 

 

„მოსკოვი უკრაინაში თავის ამბიციებს არ თმობს, ახლა ჩვენ ვხედავთ კიევიდან ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

„უახლოეს კვირებში ჩვენ ველოდებით რუსეთის შემდგომ შეტევებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. დონბასის მთლიანად აღებასა და ოკუპირებულ ყირიმზე გასვლას შეეცდებიან. ეს ომის გადამწყვეტი ეტაპია“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეებს მტკიცე განწყობა აქვთ, უკრაინას შემდგომი მხარდაჭერა გაუწიონ, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდება.

 

„ველოდები, რომ ჩვენ ასევე გადავწყვეტთ მეტის გაკეთებას NATO-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის საფრთხეებისა და ჩარევის მიმართ. მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინაა. ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს მათი გამძლეობის გაძლიერებაში და თავიდან აიცილოთ მომავალი აგრესია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner