logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალ პროექტში ერთვება
- +

5 აპრილი. 2022. 18:47

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალ პროექტში ერთვება - ამ მიზნით დღეს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, OGP Local-ის კოორდინატორთან, საკრებულოს აპარატის უფროსთან, ნანა თავდუმაძესთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

„მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის გამჭვირვალობის ინოვაციური მექანიზმები“ NDI-ის მხარდაჭერილი  პროექტია, რომლის განხორციელებასაც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვგეგმავთ.

 

სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები დაგვეხმარება სწორად დავგეგმოთ მუნიციპალური პოლიტიკა. გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, რაც OGP-ის ახალ ვალდებულებებშიც აისახება. მოხარული ვარ, რომ ოზურგეთი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად გასულ წელს აირჩიეს“,- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner