logo_geo
eng_logo
ბლინკენი: სისასტიკე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, მოკვლის, წამების, გაუპატიურებისა და სისასტიკის მიზანმიმართულ კამპანიას ცხადყოფს
- +

5 აპრილი. 2022. 19:19

 

 

„სისასტიკე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, მოკვლის, წამების, გაუპატიურებისა და სისასტიკის მიზანმიმართულ კამპანიას ცხადყოფს,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

 

„მაშინ, როდესაც ეს რუსული ტალღა უკან იხევს უკრაინის ნაწილებიდან, მსოფლიო ხედავს სიკვდილსა და ნგრევას, რომელიც რუსეთის კვალდაკვალ დარჩა, და ჩვენ ვხედავთ, კერძოდ, საშინელებას, რომელიც ბუჩაში მოხდა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner