logo_geo
eng_logo
ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს: აჩვენეთ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურ ომის დამნაშავეს, როგორ დაისჯებიან, თუ ყველაზე დიდი დამნაშავე დაისჯება
- +

5 აპრილი. 2022. 19:43

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს.

 

„სად არის ის უსაფრთხოება, რომელიც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? ის არ არის მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭო არსებობს. მაშ სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს?“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პასუხისმგებლობა გარდაუვალი უნდა იყოს.

 

მან რუსეთის ქმედებებს ომის დანაშაული უწოდა და აღნიშნა, რომ სრული და გამჭვირვალე გამოძიება სურს.

 

„აჩვენეთ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურ ომის დამნაშავეს, როგორ დაისჯებიან, თუ ყველაზე დიდი დამნაშავე დაისჯება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner