logo_geo
eng_logo
გაეროს გენერალური მდივანი: არასდროს დამავიწყდება ბუჩაში დაღუპულების ცხედრების ფოტოები
- +

5 აპრილი. 2022. 20:48

 

 

უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ არასდროს დაავიწყდება ბუჩაში დაღუპულების ფოტოები. ამის შესახებ BBC წერს.

 

მისივე თქმით, ის შოკირებულია სხვა სამხედრო დანაშაულების დამამტკიცებელი საბუთებითაც, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთმა ჩაიდანა.

 

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner