logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვას ითხოვს
- +

5 აპრილი. 2022. 20:50

 

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვას ითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი უნდა ჩამოერთვას. მან ასევე აღნიშნა, რომ დროა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება მოხდეს.

„საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს სიკვდილის უფლებად აქცევს. ეს ძირს უთხრის გლობალური უსაფრთხოების მთელ არქიტექტურას და მათ დაუსჯელობის საშუალებას აძლევს. მთავარი ის არის, რომ დღეს გაეროს სისტემის გარდაქმნის დროა“, - აღნიშნა ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უშიშროების საბჭოდან არ გაირიცხება, უშიშროების საბჭო უბრალოდ უნდა დაიშალოს.

უკრაინის პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, კიევში გლობალური კონფერენცია გაიმართოს გაეროს რეფორმების განსახილველად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner