logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალის გვერდით გრძნობს მამაკაცი თავს სრულყოფილად
- +

8 მარტი. 2016. 12:03



ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქალბატონებს 8 მარტს ულოცავს:

 

ყოველი საზოგადოების სახეა ქალების მდგომარეობა და ქალებისადმი დამოკიდებულება. ჩვენ დღეს ვჩუქნით საჩუქრებს, ყვავილებს, ვუძღვნთ ლამაზ სიტყვებს და ვუსურვებთ საუკეთესოს. დღეს, 8 მარტს არის ის ყოველწლიური შეხსენება, რომ ქალების უფლებები, ქალების პრობლემები და მათი საზოგადოებრივი აქტიურობა არის ჩვენი - მამაკაცების ხელში, ჩვენ ვართ ვალდებულები, მივცეთ მათ ასპარეზი, დავუდგეთ მხარში და ვაგრძნობინოთ თავისუფლება. მხოლოდ თავდაჯერებული, სიყვარულში მყოფი ქალი არის შემოქმედი ბედნიერი მომავლის. მხოლოდ თავისუფალი ქალი არის ჯანსაღი საზოგადოების დედა! გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალის გვერდით გრძნობს მამაკაცი თავს სრულყოფილად. გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!" - წერს კახა კალაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner