გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დაწესება გამორიცხა, რადგან გერმანიის მთავრობას არ სჯერა, რომ ენერგეტიკული ემბარგო უკრაინაში რუსეთსის სამხედრო შეტევას შეაჩერებს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამგვარი ნაბიჯი რეცესიასა და მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს.
„სრული ემბარგოს დაწესებას ომის შეჩერება რომ შეეძლოს, ჩვენ ამას მაშინვე გავაკეთებდით. ასეთი აკრძალვა მხოლოდ ამ ომის ფასს კიდევ უფრო გაზრდის. მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს მკვლელობებს“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ევროკავშირის წევრები საბოლოოდ უარს იტყვიან რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე, მაგრამ ამას დრო დასჭირდება.