logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი რუსებს: თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, თუმცა არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს
- +

5 აპრილი. 2022. 23:56

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, გააზიარონ ცნობები უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ და აღნიშნა, რომ თუ ხალხს სიმართლე ეცოდინება, ისინი ომს მხარს არ დაუჭერენ.

„რუსი ხალხი სიმართლეს იმსახურებს. თქვენ ფაქტებს იმსახურებთ. რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილმა სისასტიკემ მსოფლიო შეაძრწუნა. ცნობები იმდენად შოკისმომგვრელია, ისეთი შემზარავია, გასაკვირი არ არის, რომ თქვენი მთავრობა ცდილობს მათ დამალვას თქვენგან. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ ამ კადრებს დაინახავდით, მის ომს მხარს არ დაუჭერდით“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთის მოქალაქეებს ურჩია, გამოიყენონ ვირტუალური პირადი ქსელის (VPN) კავშირები, რათა შეძლონ ომის შესახებ დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომის მიღება.

„როდესაც სიმართლეს აღმოაჩენთ, გააზიარეთ ის. პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, თუმცა არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner