logo_geo
eng_logo
CNN: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ხვალ წარადგენს
- +

5 აპრილი. 2022. 23:57

 

 

აშშ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან და ევროკავშირთან კოორდინაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ხვალ წარადგენს. ამის შესახებ CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

 

ტელეარხის წყაროს ცნობით, ახალი შეზღუდვები მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთს და კიდევ უფრო გაზრდის მის ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ იზოლაციას.

 

კერძოდ, საუბარია რუსეთში ახალი ინვესტიციების აკრძალვაზე, რუსეთის მთავრობის წევრებისა და მათი ოჯახების წევრებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე და ა.შ.

 

მანამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ევროკავშირმა დააანონსა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner