logo_geo
eng_logo
ილონ მასკი Twitter-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
- +

6 აპრილი. 2022. 01:41

 

 

ილონ მასკი სოციალურ ქსელ Twitter-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას წინ Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის მიერ Twitter-ის აქციების 9,2%-ის შეძენა უძღოდა. ამგვარად, მასკი სოციალური ქსელის აქციების ყველაზე დიდი პაკეტის მფლობელი გახდა.

„მას სწამს ამ პლატფორმის და ერთდროულად მწვავედ აკრიტიკებს მას. ეს სწორედ ის არის, რაც გვჭირდება“, - დაწერა Twitter-ის გენერალურმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა.

ამ რანგში მან Twitter-ზე ახალი გამოკითხვა ჩაატარა და მომხმარებლებს ჰკითხა სჭირდებათ თუ არა მათ რედაქტირების ფუნქცია.

ამასთან, ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მასკი საკუთარი სოციალური პლატფორმის შექმნაზე ფიქრობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner