ილონ მასკი სოციალურ ქსელ Twitter-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას წინ Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის მიერ Twitter-ის აქციების 9,2%-ის შეძენა უძღოდა. ამგვარად, მასკი სოციალური ქსელის აქციების ყველაზე დიდი პაკეტის მფლობელი გახდა.
„მას სწამს ამ პლატფორმის და ერთდროულად მწვავედ აკრიტიკებს მას. ეს სწორედ ის არის, რაც გვჭირდება“, - დაწერა Twitter-ის გენერალურმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა.
ამ რანგში მან Twitter-ზე ახალი გამოკითხვა ჩაატარა და მომხმარებლებს ჰკითხა სჭირდებათ თუ არა მათ რედაქტირების ფუნქცია.
ამასთან, ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მასკი საკუთარი სოციალური პლატფორმის შექმნაზე ფიქრობდა.