logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: სამშობლო უნდა იცნობდეს თავის ,,ნეფხვებს''!
- +

6 აპრილი. 2022. 02:04

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

“სამშობლო უნდა იცნობდეს თავის ,,ნეფხვებს''!

 

ამას წინებზე კობა ხაბაზმა დაწერა: ,,ივანიშვილ-ღარიბაშვილო, ხომ გითხარით, მანც ჩავალ მეთქი''?

 

გეგონება, ივანიშვილი და ღარიბაშვილი ამ უბედურს იჭერდნენ, უკრაინაში ვერ გაგიშვებთო.

ეგე, მაინც ხო ჩავედიო?!

ვაჰ, კაცოოო... ეს ,,ნეფხვები'' ომშიც კი სხვის ჯინაზე მიდიან!

 

ვინიცობაა, კობას ტრაკში ბრმა ტყვია მოხვდეს, ეგრევე დაწერს: ,,ივანიშვილ-ღარიბაშვილო, ხომ გითხარით, სამშობლოს გამო ტრაკშიც კი დავიჭრები-მეთქი''?

 

ისე, ძაან გამოწკეპილები კი დადიან (თან ნათხოვარი ავტომატებით), ეს ,,კაპტიორშიკები''!

დაინახავს ეხლა ამათ უცხო ვინმე, კაცები ეგონება და შეიძლება წამოიძახოს კიდევაც: ვახ, თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო, თქვენი მარჯვენისა და ჩახმახის ჭირიმეო!

ყველამ ხო არ იცის, რა ,,ნეფხვებიც'' არიან?!”- წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner