„მარიამ კაპანაძის ანიმაციას „მიტოვებული სოფელი“ მორიგი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე KABOOM-ი. ნამუშევარი საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმის პრიზით დაჯილდოვდა“, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი შექმნილია სტუდია „კვალი XXI-ის“ მიერ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით (დაფინანსების 60%).