logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პარლამენტს მიმართა
- +

6 აპრილი. 2022. 12:03

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ესპანეთს პარლამენტს მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მსოფლიომ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს. ესპანელი კანონმდებლები მის გამოსვლას ტაშით შეხვდნენ.

 

„მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერის, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსეთმა მშვიდობის ძიება დაიწყოს, რათა რუსეთმა პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს. და რა არის ამისთვის საჭირო? ყველამ ევროპაში უბრალოდ უნდა მოიშოროს რუსეთის შიში, უნდა გახდნენ ძლიერები, დააყენონ ღირებულებები და დემოკრატია იმ საფრთხეზე მაღლა, რომელიც რუსეთიდან მოდის. რუსეთი ჩვენს მიწაზე საომრად არც გუშინ მოსულა და არც გუშინწინ. ჩვენ რუსული აგრესიისგან თავს 2014 წლიდან ვიცავთ. ჯერ ყირიმის ოკუპაცია, შემდეგ ომი დონბასში, ახლა სრულმასშტაბიანი შემოჭრის 41-ე დღე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი ომი ევროპაში. რუსული სახელმწიფო მოდელი არ ითვალისწინებს იმას, რაც ბუნებრივია ჩვენთვის. რუსეთს სურს ისე გააკეთოს, რომ ყველაზე საშინელი ომი ევროპაში. რუსეთს სურს ისე გააკეთოს, რომ ჩვენს რეგიონში მხოლოდ ერთი წესრიგი იყოს დომინანტ - ტირანია, რათა ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა მოისპოს, შეუძლებელი გახდეს საერთო ენის გამონახვა. ზუსტად ასეა ახლა რუსეთში, ზუსტად ასე უნდა მას მოქცევა უკრაინაში, შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპაში. რა იქნება შემდეგ? ვიცი, რომ თქვენთვის, ესპანეთისთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს დემოკრატიული სისტემა, ევროპის კონტინენტზე გარანტირებული იყოს მშვიდობა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უფრო ძლიერი სანქციები, ყველაზე ძლიერი. როგორ შეიძლება რუსულ ბანკებს მიეცეთ საშუალება გამოიმუშაონ შემოსავალი მაშინ, როცა უკრაინის ქალაქებში რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას აწამებენ? როგორ შეუძლიათ ევროპულ კომპანიებს ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან, რომელიც შეგნებულად ანადგურებს ჩვენს ერს?“ - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner