„ეს უკვე არანაირ პოლიტიკურ ქცევაში არ ჯდება! ეგ არის საქართველოსადმი უპატივცემულობა და შეურაცხყოფა!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე დმიტრო კულებას განცხადებას.
როგორც გვენეტაძე წერს, ამ ადამიანებს რაღაც კონკრეტული დავალებები და კონკრეტული მიზნები ამოძრავებთ.
„ეს უკვე არანაირ პოლიტიკურ ქცევაში არ ჯდება! ეგ არის საქართველოსადმი უპატივცემულობა და შეურაცხყოფა! ამ ადამიანებს უეჭველია რაღაც კონკრეტული დავალებები და კონკრეტული მიზნები ამოძრავებთ! წინააღმდეგ შემთხვევაში დიპლომატები ასე არ იქცევიან! ცოტაც და ალბათ მომდევნო კვირაში საქართველოს დააბრალებენ უკრაინაში ომის დაწყებას! და მერე კიდევ ვინ იცის რას?!“- წერს გვენეტაძე facebook - ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.