logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის და მასში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ მათ ავტორებს ეკუთვნით
- +

6 აპრილი. 2022. 12:45

 

 

კარლ ჰარცელი ევროპარლამენტი ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ანგარიშის მიზანია, დაეხმაროს ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებაში და ის ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის.

 

„ეს არის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში, რომ ევროპარლამენტარებს დაეხმარონ დასკვნების გაკეთებაში, სიტუაციის შეფასებაში. რაც შეეხება ყველა იმ საკითხს, რომელსაც ანგარიში ეხება, იქნება ეს პოლარიზაცია პოლიტიკურ თუ მედია სივრცეში, მართლმსაჯულება, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს საკითხები წამოწეული იყო როგორც ბრიუსელის მხრიდან, ასევე პირადად ჩემს განცხადებებშიც. ამ საკითხებზე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ასევე დისკუსიებს საქართველოს მთავრობასთან, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს, გაგრძელდეს. კომისია მალე გამოიტანს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით. მოკლედ, პროცესი გრძელდება“, - განაცხადა ჰარცელმა.

 

4 აპრილს ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner