logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: იმის მაგივრად, უკრაინულ მხარის ოფიციოზი ცდილობდეს, მინიმუმ, მტკიცებულებების წარმოდგენას, ან ბოდიშის მოხდას, კულება აქეთ გვედავება, რომ თურმე, ჩვენ უნდა დავდოთ მტკიცებულებები, რომ ჩვენ რუსებს არ ვეხმარებით
- +

6 აპრილი. 2022. 12:46

 

 

„როდესაც საქართველოზე ხდება იმის დაბრალება, რომ ჩვენ კონტრაბანდულად რაღაც სახის სამხედრო დახმარებას ვუწევთ რუსებს, ეს უკვე ყოველგვარ მეგობრულ, პარტნიორულ და დიპლომატიურ ჩარჩოებს სცილდება“,- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დმიტრო კულებას განცხადებას.როგორც ნიკოლეიშვილი წერს, აშშ-ს სერიოზულ დაპირისპირებაშია რუსეთთან და ჩვენ მისი პარტნიორები უკრაინას, რომ თავი დავანებოთ რუსეთს ვეხმარებით, მინიმუმ აბსურდია.

 

„როდესაც საქართველოზე ხდება იმის დაბრალება, რომ ჩვენ კონტრაბანდულად რაღაც სახის სამხედრო დახმარებას ვუწევთ რუსებს, ეს უკვე ყოველგვარ მეგობრულ, პარტნიორულ და დიპლომატიურ ჩარჩოებს სცილდება. ესა არ არის ის რასაც ერთი მეგობარი ქვეყანა მეორე მეგობარ ქვეყანას საჯაროდ უნდა ეუბნებოდეს. ზოგადად ასეთი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მაშინაც კი ჯერ კოლეგებს ესაუბრებიან, და როგორც მეგობარი მეგობართან არკვევენ საკითხს. ამ საქციელით ეჭვს ქვეშ აყენებ, სხვა სტრატეგიული პარტნიორების შესაბამისი სამსახურების (მაგ. აშშ-ს), პროფესიონალიზმს, თითქოსდა შენ იცი და ამერიკელებმა, რომლებისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია არაფერი არ იციან. აშშ-ს სერიოზულ დაპირისპირებაშია რუსეთთან და ჩვენ მისი პარტნიორები უკრაინას, რომ თავი დავანებოთ რუსეთს ვეხმარებით, მინიმუმ აბსურდია. რბილად, რომ ვთქვათ მაღალ დონეზე ასეთი სახის ბრალდების გაჟღერება, რომელსაც საფუძველი ჯერ ნაციონალური მოძრაობის საქართველოს წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ დაუდო საფუძველი, და შემდეგ უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებულმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, როგორც მინიმუმ ორი ქვეყნის ურთიერთობების არევის მცდელობაა. იმდენად აბსურდული და პროვოკაციული ბრალდება, რომ თვით ოპოზიციურ სპექტრშიც ბევრს გაუჩნდა შეურაცხყოფის შეგრძნება და ისინიც კი ითხოვენ მტკიცებულებას. დავიჯერო, უკრაინის ხელისუფლებისთვის საქართველოში ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთისთვის უკრაინის ხელისუფლების ცვლილება? უფრო მეტ დროს უკრაინას ხომ არ დაუთმობდით?! უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, მიმართ ჩვენს მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერება, თუ უფრო დიდი მიზნები და მიზეზები არა აქვს, ჩვენ მიერ გაგებულია, უმადურობის გამოვლინებად, შეგიძლიათ დაამტკიცოთ რომ ეს ასე არაა? და ბოლოს, იმის მაგივრად უკრაინულ მხარის ოფიციოზი ცდილობდეს მინიმუმ მტკიცებულებების წარმოდგენას ან ბოდიშის მოხდას, საგარეო საქმეთა მინისტრი კულება აქეთ გვედავება, რომ თურმე ჩვენ უნდა დავდოთ მტკიცებულებები, რომ ჩვენ რუსებს არ ვეხმარებით. ამჯერად, მე დავსვამ მხოლოდ ორ საკითხს-ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ უკრაინამ კონტრაბანდულად შემოაპარა სააკაშვილი, საქართველოში რევოლუციის და გატრიალების გზით ხელისუფლების შესაცვლელად სააკაშვილის არაერთი განცხადება). უკრაინა ცდილობს და მოგვიწოდებს, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გაუხსნას რუსეთს (უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის ამხ. დანილოვის განცხადება). უკრაინას არ ეწყინებოდა საქართველოს მოსახლეობაშიც ყოფილიყო მსხვერპლი და ქალაქების ნგრევა, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა (უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის ამხ. დანილოვის განცხადება); ბატონო კულება, ვიცით, რომ რუსეთს ეომებით და ძალიან დაკავებულები ბრძანდებით, მაგრამ საქართველოსთვის შეურაცხყოფის და ბრალდების მისაყენებლად მაინც იცლით ხოლმე და შეგიძლიათ, წარმოადგინოთ მტკიცებულებები, მინიმუმ ორი საკითხის შესახებ რომ ეს ასე არაა?“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner