logo_geo
eng_logo
გაიგე მეტი სააღსრულებო პროცედურებისა და სერვისების შესახებ
- +

10 აგვისტო. 2016. 10:43



აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებსა და შესაბამის პასუხებს აქვეყნებს.



ყველაზე აქტუალური კითხვა-პასუხები მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, როგორც სააღსრულებო პროცედურების, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ.



Ø  რა დოკუმენტაციაა საჭირო სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებისთვის?

 

სააღსრულებო საქმის წარმოების დასაწყებად აუცილებელია:


  • სააღსრულებო ფურცელი (დედანი);
  • გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • წარმომადგენლობის შემთხვევაში მინდობილობა სააღსრულებო ფურცლის შემოტანის უფლებით;
  • კრედიტორის საბანკო რეკვიზიტი.


Ø  რა ვადაში უნდა იქნას გადახდილი კრედიტორის მიერ სააღსრულებო საქმისწარმოების საფასური?

 

  • სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საჭიროა კრედიტორმა გადაიხადოს აღსრულების საფასური, მოთხოვნილი თანხის 2% და არანაკლებ 50 ლარი.


Ø  რა ვადა ეძლევა მოვალეს ნებაყოფლობით შეასრულოს ვალდებულება?

 

  • სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. აღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან, მოვალეს ეძლევა 7 კალენდარული დღის ვადა, ნებაყოფლობით შეასრულოს ვალდებულება.


Ø  კრედიტორს რა ვადით შეუძლია შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება?

 

  • კრედიტორის წერილობითი მომართვის საფუძველზე, სააღსრულებო წარმოება შესაძლებელია შეჩერდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით.


Ø  თუ არის შესაძლებელი მოხდეს ფულადი ვალდებულების გადანაწილება და რა ვადით?

 

  • სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის თანახმად, ფულადი მოთხოვნის გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით.
  • იმისათვის რომ, მოხდეს ფულადი მოთხოვნის განწილვადება, საჭიროა კრედიტორის და მოვალის წერილობითი თანხმობა.


Ø  სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან რა ვადაშია შესაძლებელი, განხორციელდეს აუქციონის დანიშვნა?

 

  • ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში ტარდება იძულებითი აუქციონი.


Ø  რამდენჯერ გადის ქონება აუქციონზე?

 

  • დაყადაღებულ ქონებზე შესაძლებელია დაინიშნოს:
  • წინმსწრები აუქციონი;
  • პირველი აუქციონი;
  • პირველი განმეორებითი აუქციონი ;
  • მეორე განმეორებითი აუქციონი (ე.წ ნულოვანი აუქციონი).


Ø  რა ხდება იმ შემთხვევაში თუ დაყადაღებული ქონების მეორე განმეორებით აუქციონზე რეალიზაცია ვერ განხორციელდა?

 

  • თუ ქონების რეალიზაცია მეორეგანმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციისგან მახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. აღნიშნულ ქონებაზე იმავემ ოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება.


Ø  რა დოკუმენტაციის წარმოდგენაა საჭირო გამარტივებული წარმოების დასაწყებად?

 

გამარტივებული წარმოების მომსახურების მისაღებად აპლიკანტმა უნდა   წარმოადგინოს:

  • სააპლიკაციო განცხადება;
  • ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია;
  • წარმომადგენლობის შემთხვევაში მინობილობა;
  • აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტი.


Ø  რა ღირს გამარტივებული წარმოება?

 

  • ერთი სამართლებრივი საფუძვლით შემოტანილ განცხადებაზე საფასური ფიქსირებულია და შეადგენს 100 (ასი) ლარს.
  • წილობრივი ვალდებულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ერთზე მეტი აპლიკანტის მიერ ან/და მიმართულია ერთზე მეტი რესპონდენტის წინააღმდეგ, სააპლიკაციო საფასური შეადგენს 100 (ასი) ლარს თითოეულ პირთან მიმართებაში.
  • აპლიკანტს შეუძლია გადახდის ბრძანების გამოცემის ან მოვალის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინასწარ და წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს ბრძანების აღსრულება. ამისთვის, მან აღსრულების მომსახურების საგარანტიო თანხა, მოთხოვნის 2% უნდა გადაიხადოს, რომელიც აღსრულების შემდეგ მას უკან დაუბრუნდება.
  • გადახდის ბრძანების აღსრულებასთან ერთად აპლიკანტს შეუძლია მოითხოვოს რესპოდენტის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, რომლის საფასური თითოეულ ქონებაზე შეადგენს 50 ლარს.


Ø  გამარტივებული წარმოების დაწყებიდან, რა ვადაში გადაეცემა საქმე ქეის-მენეჯერს?

 

  • დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამარტივებული წარმოების მრჩეველი ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და შემდგომ საქმე გადაეცემა გამარტივებული წარმოების ქეის-მენეჯერს.


Ø  რა ხანდაზმულობის ვადა აქვს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებულ ჯარიმებს?

 

  • ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებულ ჯარიმებზე მოქმედებს 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ვადის დინება იწყება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან.


Ø  რა დოკუმენტაციაა საჭირო სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისას წარმოების დასაწყებად?

 

  • სააღსრულებო ფურცელი (დედანი)
  • სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • წარმომადგენლობის შემთხვევაში მინობილობა სააღსრულებო ფურცლის შემოტანის უფლებით;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • კომპეტენტური ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ქონების შეფასების დასკვნა.


Ø  რა ღირს ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა?

 

  • ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა სამუშაო საათებში ღირს 100 ლარი; არასამუშაო საათებში - 150 ლარი.


„აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მოქალაქეებისთვის სააღსრულებო პროცესი გამჭვირვალე, ხოლო სერვისები - ხელმისაწვდომი იყოს", - აცხადებენ უწყებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner