logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ უკრაინის ხელისუფლების მიმართ გამოცხადებული გვაქვს ე.წ. მორატორიუმი, არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბრალი წაუყენონ
- +

6 აპრილი. 2022. 13:54

 

 

„ის, რომ უკრაინის ხელისუფლების მიმართ გამოცხადებული გვაქვს ე.წ. მორატორიუმი სხვადასხვა პოზიციის გაჟღერებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინის ზოგიერთ უწყებას იმის უფლება აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბრალი წაუყენონ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ ამერიკის, ევროკავშირისა და ნატო-ს შესაბამის სამსახურებთან და „როცა საუბარია ისეთ მძიმე ბრალდებაზე, რასაც კონტრაბანდა ჰქვია, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ ქვეყნების შეურაცხყოფა, რომლებიც რეგიონში საქართველოსთან ერთად უსაფრთხოებას ამყარებენ".

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწოდება გააკეთა, რომ თუ ვინმეს მსგავსი მტკიცებულება აქვს, დაინტერესებული იქნება პარტნიორებთან ერთად აღნიშნული საკითხი გამოიძიოს. შესაბამისი მტკიცებულებები ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ზოგიერთი პირის მიზანია, რომ ამ სამხედრო კონფლიქტში მოხდეს საქართველოს ჩართვა ან არეულობის მოწყობა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner