logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს
- +

6 აპრილი. 2022. 13:55

 

 

„ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს. საფუძველი არის ახლად გაფორმებული კონტრაქტები, რომლებიც უფრო დაბალ ფასებშია და რომლებიც ჯერ საქართველოში არ შემოსულა, მაგრამ შემოვა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

„ასევე გვაქვს დიალოგი კერძო სექტორთან, რომ ამ სიტუაციით ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს. ფიუჩერსული გარიგებები მიმდინარე წლის ნავთობზე არის დაწეული. წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო იწევს და წლის ბოლოს ფასები კიდევ უფრო დაბალია. ტენდენცია კლებისკენაა და პიკური რეალობა გადავლილია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner