logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისგან მტკიცებულებებს ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად
- +

6 აპრილი. 2022. 13:56

 

 

„როდესაც ერთი პირი მეორე პირს სდებს ბრალს, ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, თუ რა არის რეალობა საქართველოში. რეალობა არის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა. ეს არის ფაქტებით გამყარებული რეალობა“, - ასე ეხმაურება საქართველოს კულტურის მინისტრი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას.

 

თეა წულუკიანი ბრალდებებს „ბინძურ ტყუილებს“ უწოდებს.

 

„როდესაც საწინააღმდეგოში სდებ ბრალს სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, თავადვე უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც გაჟღერდა ორიოდე დღის წინ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას, ძალიან თბილად რომ ვთქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner