logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: უკრაინის წინააღმდეგ ომი და აგრესია უკვე ახდენს ზეგავლენას საქართველოს ეკონომიკაზე
- +

6 აპრილი. 2022. 13:57

 

 

„უკრაინის წინააღმდეგ ომი და აგრესია უკვე ახდენს ზეგავლენას საქართველოს ეკონომიკაზე, ეს ეხება ვაჭრობას, ტურიზმს, რაც ძალიან სამწუხაროა“, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

„მოხარული ვარ, რომ ამ ფონზე, მოვისმინეთ განცხადება საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, რაც მიმაჩნია, რომ უზრუნველყოფს გარკვეულ სტაბილურობას. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასთან შემდგომი განხილვის საგანი იქნება, როგორ შეიძლება ამ კუთხით ევროკავშირმა დახმარება გაუწიოს.

 

ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ, რომ DCFTA ოპტიმალურად ფუნქციონირებდეს. ჩვენ ასევე ძალიან მონდომებულები ვართ სატრანსპორტო კავშირების კუთხით დაკავშირებულობის დღის წესრიგში წინსვლის მიღწევაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მწვანე ეკონომიკის განვითარებასა გაციფრულებაზე. ეს არის ის საკითხები, რაზედაც მთავრობამ უნდა გაამახვილოს ყურადღება რაშიც ჩვენი მხარდაჭერაც იქნება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner