რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეგრამზე დუმის სკიპერი ვლადიმირ ვოლოდინი ავრცელებს.
ჟირინოვსკი მოსკოვში გარდაიცვალა. ის 75 წლის იყო და თითქმის 30 წელი იყო პოლიტიკოსი.
შეგახსენებთ, ჟირინოვსკი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო საავადმყოფოში თებერვლის დასაწყისში გადაიყვანეს.
25 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ეს ინფორმაცია უარყვეს.