logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო საქართველო-უკრაინის მეგობრული ურთიერთობები და მთელი ძებნილთა კორპუსი გახადა თავისი ხელისუფლების ნაწილი
- +

6 აპრილი. 2022. 14:57

 

 

„უკრაინის ხელისუფლებამ ან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, ან ბოდიში მოიხადოს და განმარტოს, რატომ გაავრცელა ასეთი პროვოკაციული ინფორმაცია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

„ეს არის ის ზღვარი და წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც უკრაინის ხელისუფლებამ ან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, ან ბოდიში მოიხადოს და განმარტოს, რატომ გაავრცელა ასეთი პროვოკაციული ინფორმაცია. თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო მეგობრული ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის და მთელი ძებნილთა კორპუსი გახადა თავისი ხელისუფლების ნაწილი. ახლა ისინი თუ გავლენას ახდენენ მათ ასეთ ხმამაღალ განცხადებებზე, ეს არა ჩვენი, არამედ მათი პრობლემაა“, - აღნიშნა დავითულიანმა.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner