logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: როცა რომელიმე მხარე გარკვეულ ბრალდებებს აფიქსირებს, ჩნდება დასაბუთების ვალდებულება - ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე უკრაინის მხარეს აქვს მტკიცების ტვირთი
- +

6 აპრილი. 2022. 15:56

 

 

„ელემენტარული სტანდარტია, თუნდაც, დიპლომატიურ ურთიერთობებში, რომ როცა რომელიმე მხარე გარკვეულ ბრალდებებს აფიქსირებს, ჩნდება დასაბუთების ვალდებულება, თუ რას ეფუძნება ბრალდებები“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებაზე საუბრისას.

 

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე უკრაინის მხარეს აქვს მტკიცების ტვირთი.

 

„ამაზე ვთანხმდებით ყველა, ვისაც გვადარდებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის უსაფრთხოება. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ნებისმიერი სხვა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება არა მხოლოდ საქართველოს მიმართ განხორციელებული პროვოკაცია, არამედ ზოგადად რეგიონში მშვიდობის მიმართ განხორციელებული პროვოკაციაც. ჩვენი ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახური ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყების ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტის პარტნიორული თანამშრომლობა“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner