logo_geo
eng_logo
გენერალური პროკურორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს შეხვდა
- +

6 აპრილი. 2022. 16:17

 

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან, ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, იურიდიული სამმართველოს უფროსი ნათია გორგოძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი.

 

ირაკლი შოთაძემ ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლზე, საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და კოორდინაციის მექანიზმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner