logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: გია დვალმა, რაც მისმა დიდი აფეთქების თეორიამ წარმატება ვერ პოვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩებში პატარა აფეთქებით შემოიფარგლოს
- +

6 აპრილი. 2022. 16:57

 

 

„ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება“, - ასე ეხმაურება პოეტი დავით მაღრაძე ფიზიკოს გია დვალის განცხადებას, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობა პირდაპირ რუსეთიდან მართულია.

 

„ბატონმა დვალმა, რაც მისმა დიდი აფეთქების თეორიამ წარმატება ვერ პოვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩებში პატარა აფეთქებით შემოიფარგლოს. ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება“, - აღნიშნა მაღრაძემ.

 

ინფორმაციისთვის, ფიზიკოსმა გია დვალმა „მთავარი არხის“ ეთერში უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთიდან იმართება.

 

მისი თქმით, დღევანდელი მთავრობა „სინდისგარეცხილია“ და პროპაგანდით ცდილობს შიშის ჩანერგვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner