logo_geo
eng_logo
ჯერი კონოლი: რუსეთის მხრიდან უკრაინის აგრესიის ფონზე მნიშვნელოვანი და სასწრაფოა, ვაჩვენოთ მტკიცე და ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს
- +

6 აპრილი. 2022. 16:58

 

 

„რუსეთის მხრიდან უკრაინის აგრესიის ფონზე მნიშვნელოვანი და სასწრაფოა, ვაჩვენოთ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების კუთხით“, - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ განაცხადა.

 

„დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ ადამ კინზინგერს, ვინც წლების განმავლობაში ლობირებდა და ლობირებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ უკვე ორჯერ დავამტკიცეთ წარმომადგენელთა პალატაში; რუსეთის მხრიდან უკრაინის აგრესიის ფონზე მნიშვნელოვანი და სასწრაფოა, ვაჩვენოთ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების კუთხით; კანონპროექტი ითვალისწინებს ყოვლისმომცველ, მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების, დემოკრატიული განვითარების, რუსეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით; კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციამ უნდა განსაზღვროს უსაფრთხოების სფეროები, რომელთათვისაც გამოყოფილ იქნება 35 მილიონ დოლარზე მეტი; საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით, დაამტკიცა თანამშრომლობის მზაობა და სურვილი ნატო-სა და დასავლეთთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში; ამის საპასუხოდ, აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს რუსეთის ნებისმიერი აგრესიისა თუ შეჭრის თავიდან აცილებაში. აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს წინანდელი ძალისხმევის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისაკენ და სანქციების დაწესებისაკენ იმ პირების მიმართ, რომელთაც განახორციელეს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, რისი დამადასტურებელი მაგალითებიც სახეზე გვაქვს, როგორიც გახლავთ ადამიანთა გატაცებები, მკვლელობები და დაკავებები; ამ კანონპროექტით ჩვენ შეგვაქვს/ვაწესებთ სანქციებს, რომლებიც მხარდაჭერილი იყო ორივე პარტიის მიერ ბოლო 2 მოწვევის კონგრესში, რაც ასევე აისახა პრეზიდენტ ტრამპის 13818 განკარგულებაში 2017 წელს; აქტი ასახავს, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს რუსეთის კიბერ-თავდასხმებსა და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში, მით უმეტეს დღეს, როდესაც სახეზე გვაქვს რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ სრულმასშტაბიანი შეტევა და ტერიტორიების ოკუპირება; აშშ-ის კონგრესი უნდა დადგეს ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით მათ ბრძოლაში ტერიტორიული მთლიანობისათვის და დემოკრატიული განვითარებისათვის; სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას მხარი დაუჭირონ კანონპროექტს“, - განაცხადა ჯერი კონოლიმ.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner