logo_geo
eng_logo
გრეგორი მიქსი: დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ქვეყნებს, როგორებიც არიან უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ
- +

6 აპრილი. 2022. 17:11

 

 

„დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როდესაც რუსეთი ახორციელებს შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ ერთგვარი გამომაფხიზლებელი შეხსენება, რომ ქვეყნებს, როგორებიც გახლავთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა სჭირდებათ ერთად დგომა და ჩვენი განსაკუთრებული გვერდში მხარდაჭერა“, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსმა განაცხადა.

 

„მე სრულად ვუჭერ მხარს აღნიშნულ კანონპროექტს და მსურს მადლობა გადავუხადო კონგრესმენებს ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერს აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებისა და მხარდაჭერისათვის. რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის/შეჭრის ფონზე უკეთეს დროს ვერ შევარჩევდით ამ კანონმდებლობის განსახილველად და წარსადგენად. დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როდესაც რუსეთი ახორციელებს შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ ერთგვარი გამომაფხიზლებელი შეხსენება, რომ ქვეყნებს, როგორებიც გახლავთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა სჭირდებათ ერთად დგომა და ჩვენი განსაკუთრებული გვერდში მხარდაჭერა. ეს კანონპროექტი არა მხოლოდ ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის ზრდას უსაფრთხოების კუთხით, არამედ, ასევე უზრუნველყოფს ჩვენს მაქსიმალურ მხარდაჭერას საქართველოსადმი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც, თავის მხრივ გახლავთ გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედი. მართალია, საქართველოს სვლა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მიმართულებით არ გახლდათ იდეალური და იყო გარკვეული შეშფოთების მაგალითებიც, მაინც მჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული წინსვლა სწორი მიმართულებით განვითარდება და უკიდურესად მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდში დგომა რუსული ოკუპაციის ფონზე; საქართველოს პრეზიდენტმა და ქართველმა ხალხმა გამოხატა სრული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების ერთიანობა ამ კონტექსტში“, - აცხადებს გრეგორი მიქსი.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner