logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: 9 აპრილს, ამ ღრმად სიმბოლურ და ისტორიულ დღეს, „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობას ამზადებენ
- +

6 აპრილი. 2022. 17:18

 

 

„მათი მიზანია, რომ აღმოვჩნდეთ ჩათრეული კონფლიქტში, ჩვენი მშვიდობიანი ცა დენთის სუნით გაიჟღინთოს, ჩვენს ქალაქებს დაეცეს ბომბები და ქუჩებში გვამები გაჩნდეს“, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, 9 აპრილს, ამ ღრმად სიმბოლურ და ისტორიულ დღეს „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობას ამზადებენ.

 

„9 აპრილს, ამ ღრმად სიმბოლურ და ისტორიულ დღეს „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობას. უკრაინის ხელისუფლების ჩართულობა ამ პროცესში უკვე ეჭვს აღარ იწვევს. სწორედ ამას ემსახურებოდა მათი ბოლოდროინდელი დემარშები, რომ ნაცებისთვის ხელში ჩაედოთ საპროტესტო მუხტის აწევის ინსტრუმენტები, რასაც ისინი აქამდე ვერ ახერხებდნენ. მათი მიზანია, რომ აღმოვჩნდეთ ჩათრეული კონფლიქტში, ჩვენი მშვიდობიანი ცა დენთის სუნით გაიჟღინთოს, ჩვენს ქალაქებს დაეცეს ბომბები და ქუჩებში გვამები გაჩნდეს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner