ქალაქ კასპში ლესელიძის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. ქუჩის სიგრძე 332 გრძივი მეტრია. სამუშაოების ღირებულება 341 139 ლარს შეადგენს, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტი აქამდე არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას.