logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: აი, ეს არის გებელსიზმი!
- +

6 აპრილი. 2022. 17:49

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონო მძინარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„აი, ეს არის გებელსიზმი: მე დაგაბრალებ და მერე შენ დაამტკიცე, რომ ასე არ არის!

 

აი, ამიტომ ეძახიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ნაცისტებს!

 

და, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამის საფუძველს იძლევა!

 

ნახეთ, რას ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულება: „ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, რა მოვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება“.

 

რეალურად, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დამაჯერებელი არგუმენტები საქართველოს მიმართ გამოთქმული უმძიმესი ბრალდების დასადასტურებლად!

 

უკრაინის ხელისუფლებას ჰგონია, რომ ყველა ვალშია მათთან და ნებისმიერი ბრალდება უპასუხოდ უნდა დარჩეს!

 

ეს ასე არ არის და ვერც იქნება, რადგან არსებობს ბრალდებები, რომლებმაც შესაძლოა უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს!

 

და ამ შემთხვევაში ბრალდება ვერანაირად გამართლდება იმით, რომ უკრაინაში ომია!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner