logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდაჭერის ორპარტიული აქტი აშშ-საქართველოს მყარი ორმხრივი კავშირების მტკიცებულებას წარმოადგენს
- +

6 აპრილი. 2022. 18:27

 

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებას ეხმაურება.

 

„რეგიონში არსებული უსაფრთხოების საფრთხეების ფონზე, აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდაჭერის ორპარტიული აქტი აშშ-საქართველოს მყარი ორმხრივი კავშირების მტკიცებულებას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ჩვენი კავშირების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ მუდმივ მხარდაჭერას“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner