logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: უკრაინაში მიმდინარე ძალზედ სამწუხარო მოვლენები არ შეასუსტებს აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობას, გააგრძელოს საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება
- +

6 აპრილი. 2022. 18:27

 

 

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გორის რეგიონულ სასამართლოს ესტუმრა. ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობისთვის საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება კვლავაც მაღალი პრიორიტეტია. ამის დასტურია საქართველოში აშშ-ის მისიის ოცდაათი ოფისისა და სააგენტოს მუშაობა. ბევრი მათგანი ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ ააშენოს და გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მუშაობა გორის სასამართლოსთან ოჯახური ძალადობის საქმეებზე რეაგირების, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, სასამართლო პროცესის უწყვეტობისა და მტკიცებულებების პროცესების გაუმჯობესების კუთხით.

 

ასევე, USAID-ის კანონის უზენაესობის ახალი პროგრამა ეხმარება სასამართლოებს საქართველოში, უფრო სწრაფად მოახდინონ რეაგირება საზოგადოების საჭიროებებზე.

 

კელი დეგნანის თქმით, აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, ააშენოს დემოკრატია და მიჰყვეს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

 

„უკრაინაში მიმდინარე ძალზედ სამწუხარო მოვლენები არ შეასუსტებს აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობას, გააგრძელოს საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. პირიქით, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, ააშენოს დემოკრატია და მიჰყვეს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner