logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: დღეს „ნაცმოძრაობის“ სექტამ ჩემი პასუხი ისე დაამახინჯა, თითქოს მე დავუშვი ის, რომ უკრაინულმა მხარემ „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით გააყალბა ბუჩაში მომხდარი უმძიმესი დანაშაულები
- +

6 აპრილი. 2022. 18:29

 

 

„დღეს ისიც კი იკადრეს ოპოზიციური არხების ჟურნალისტებმა, და შემდეგ „ნაცმოძრაობის“ მთელმა სექტამ, რომ ჩემი პასუხი, რომელიც ეხებოდა კითხვას საქართველოს წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციების შესახებ, კონტექსტიდან ისე ამოგლიჯეს და დაამახინჯეს, თითქოს მე დავუშვი ის, რომ უკრაინულმა მხარემ „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით გააყალბა ის უმძიმესი დანაშაულები, რაც მოხდა ბუჩაში“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოითხოვა კონკრეტული ინფორმაციისა და ფაქტების მოწოდება - შესაძლო დანაშაულის გამოძიების, შესაბამისი პირების მხილების და პასუხისგებაში მიცემის მიზნით. საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას დააბრალო ისეთი რამ, რაც ემსახურება საზოგადოებაში მღელვარების გაჩენას, შემდეგ კი ამის უარყოფა მოითხოვო, ეს არც დიპლომატიურ ურთიერთობებში არ ჯდება. ჩვენ გვაქვს მყისიერი რეაგირება, ყველა უწყების მხრიდან, მაგრამ ასე უაპელაციოდ საუბარი არ არის სწორი. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ყველა დონეზე, ვართ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში. არის კომუნიკაცია უკრაინის საელჩოსთან, მოთხოვნილია კონკრეტული საკითხები, რაზე დაყრდნობით კეთდება ასეთი არამეგობრული, არადიპლომატიური განცხადებები. დღეს ისიც კი იკადრეს ოპოზიციური არხების ჟურნალისტებმა, და შემდეგ „ნაცმოძრაობის“ მთელმა სექტამ, რომ ჩემი პასუხი, რომელიც ეხებოდა კითხვას საქართველოს წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციების შესახებ, კონტექსტიდან ისე ამოგლიჯეს და დაამახინჯეს, თითქოს მე დავუშვი ის, რომ უკრაინულმა მხარემ „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით გააყალბა ის უმძიმესი დანაშაულები, რაც მოხდა ბუჩაში. ასეთ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევიან და ჩართულები არიან საინფორმაციო ომში საქართველოს წინააღმდეგ“, - აცხადებს ოხანაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner