logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი უკრაინაში ომზე: უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში
- +

6 აპრილი. 2022. 19:36

 

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ახლა კონცენტრირდება აღმოსავლეთ უკრაინააში შეტევებზე, ნატოს არ უნახავს იმის არავითარი ნიშანი, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანი მთელი ქვეყნის კონტროლის შესახებ შეიცვალა.

 

„ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია გააკონტროლოს მთლიანად უკრაინა და ასევე გადაწეროს საერთაშორისო წესრიგი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი თვის ან თუნდაც წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის ომს გრძელვადიანი გავლენა ექნება ევროპის უსაფრთხოებაზე, მიუხედავად იმისა, როდის დასრულდება.

 

„ჩვენ დავინახეთ პრეზიდენტი პუტინის მზადყოფნა, გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი მიზნების მისაღწევად. ამან შეცვალა უსაფრთხოების რეალობა ევროპაში მრავალი წლის განმავლობაში“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner