logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყოს საქართველოს მსგავსი ახლო და ღირებული პარტნიორების მხარდაჭერა
- +

6 აპრილი. 2022. 20:16

 

 

„უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან სასწავლი ერთ-ერთი გაკვეთილი ის არის, რომ მნიშვნელოვანია, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყოს საქართველოს მსგავსი ახლო და ღირებული პარტნიორების მხარდაჭერა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

 

„უკეთესია მათი მხარდაჭერა მოხდეს მალე, ვიდრე გვიან. შესაბამისად, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილება დღეს და ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მხარდაჭერის გაძლიერებაა სხვა პარტნიორებისამდი, რომლებიც რუსეთის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და რათქმაუნდა, ერთ-ერთი საქართველოა. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერსივრცე, უსაფრთხო კომუნიკაციები, შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა გზით საქართველოს გასაძლიერებლად რუსეთის მხრიდან ზემოქმედებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი ღია რჩება. ბოლო რამდენიმე ათწლეულში ნატოს გაფართოება იყო იმის წარმატებული მაგალითი, თუ როგორ უნდა გავრცელდეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სტაბილურობა და მშვიდობა ევროპაში. ორგანიზაციის წევრობის საკითხები გადასაწყვეტია აპლიკანტი ქვეყნისა და ნატოს 30 მოკავშირის მიერ. რუსეთს ან სხვა ქვეყნებს ამ საკითხზე ვეტოს უფლება არ აქვთ. ეს არის აპლიკანტი ქვეყნისა და ნატოს 30 წევრის გადასაწყვეტი“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner