logo_geo
eng_logo
CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის მუდმივი და შესაძლოა გაუქმდეს, თუ მოსკოვი უკრაინაში კურსს შეცვლის
- +

6 აპრილი. 2022. 20:38

 

 

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები არ არის მუდმივი და შესაძლოა გაუქმდეს, თუ მოსკოვი უკრაინაში კურსს შეცვლის. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა.

თეთრ სახლს არ უთქვამსმ, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქციების გაუქმების მიზნით, თუმცა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან სანქციები შეამცირონ, თუ რუსეთი კურსს შეცვლის.

„ერთ დღეს, თუკი პუტინი არჩეულ კურსს შეიცვლის, ნეგატიური შედეგები შენელდება და შესაძლოა შემობრუნდეს. ამ სანქციებთაგან არცერთი არ არის მუდმივი. ერთადერთი ასპექტი, რომელიც მუდმივია, არის ის სიცოცხლე, რომელიც უკრაინელებს წაართვეს და რომელიც ვერასდროს დაბრუნდება უკან. სანქციები შექმნილია იმისთვის, რომ მოახდინონ რეაგირება ადგილზე არსებულ ვითარებაზე და შექმნან ბერკეტები იმ შედეგისთვის, რომელსაც ჩვენ ვეძებთ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner