logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ
- +

6 აპრილი. 2022. 22:48

 

 

7 ქვეყანა მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ ტელეარხ Habertürk-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

„აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი - ეს გარანტორების სრული სია არ არის, მაგრამ მე დავასახელე ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ჩამოვიდნენ და უსაფრთხოების გარანტიების ჩამონათვალი განიხილონ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ქვეყნების ნაწილი მზად არის უკრაინას მხარი სრულად დაუჭიროს, ნაწილი კი არა და სწორედ ამიტომ, საჭიროა შეხვედრა მრჩევლების დონეზე და პოტენციური დოკუმენტის პუნქტების განხილვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner