7 ქვეყანა მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ ტელეარხ Habertürk-თან ინტერვიუში განაცხადა.
„აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი - ეს გარანტორების სრული სია არ არის, მაგრამ მე დავასახელე ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ჩამოვიდნენ და უსაფრთხოების გარანტიების ჩამონათვალი განიხილონ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქვეყნების ნაწილი მზად არის უკრაინას მხარი სრულად დაუჭიროს, ნაწილი კი არა და სწორედ ამიტომ, საჭიროა შეხვედრა მრჩევლების დონეზე და პოტენციური დოკუმენტის პუნქტების განხილვა.