logo_geo
eng_logo
აშშ აცხადებს, რომ ჩინეთს შესაძლოა სანქციები დაემუქროს, თუ უკრაინაში რუსეთის ომს მხარს დაუჭერს
- +

6 აპრილი. 2022. 23:27

 

 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ჩინეთს წარმოდგენა უნდა შეუქმნას, რა შედეგები შეიძლება დადგეს, თუ პეკინი მოსკოვს მატერიალურ მხარდაჭერას გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა.

ვენდი შერმანის თქმით, ის სანქციები და საექსპორტო კონტროლი, რომელიც რუსეთის ეკონომიკისა და ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესდა, მაგალითი უნდა იყოს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისთვის.

„ეს პრეზიდენტ სის, ვფიქრობ, საკმაოდ კარგ წარმოდგენას უქმნის, თუ რა შეიძლება მოუვიდეს მას, თუ ის რეალურად მხარს დაუჭერს პუტინს რაიმე მატერიალური ფორმით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ამერიკელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ესმის, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებას მოჰყვება რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და არა მხოლოდ შეერთებული შტატებისგან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner