ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ნათია მეგრელიშვილი რომ არის, ყველაფრის მკადრებელ ნაცქალთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ყველაფრის მკადრებელი, იმან განაცხადა: წიგნი დავწერე სათაურით - ,,ომი და მშვიდობა", მალე გამოვაო.
იმის შემდეგ, რაც გამოვა ნათია მეგრელიშვილის წიგნი ,,ომი და მშვიდობა", სხვა ნაცქალებიც გამოუშვებენ წიგნებს. კერძოდ, მალე იხილავს მზის სინათლეს:
მაია ორჯონიკიძის წიგნი ,,ანა კარენინა";
მეგი გოცირიძის წიგნი ,,ძმები კარამაზოვები";
ნონა მამულაშვილის წიგნი ,,ეშმაკნი";
ხატია დეკანოიძის წიგნი ,,იდიოტი";
თინა ბოკუჩავას წიგნი ,,ოსტატი და მარგარიტა";
ნანული ჟორჟოლიანის წიგნი ,,ძაღლის გული";
ამ ლიტერატურულ სერიას დააგვირგვინებს გიული ალასანიას წიგნი ,,მარადი ქმარი".
კლასიკა უკვდავია“- წერს ჯაბა ხუბუა.