logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ნათია მეგრელიშვილი რომ არის, ყველაფრის მკადრებელ ნაცქალთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ყველაფრის მკადრებელი
- +

6 აპრილი. 2022. 23:49

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ნათია მეგრელიშვილი რომ არის, ყველაფრის მკადრებელ ნაცქალთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ყველაფრის მკადრებელი, იმან განაცხადა: წიგნი დავწერე სათაურით - ,,ომი და მშვიდობა", მალე გამოვაო.

იმის შემდეგ, რაც გამოვა ნათია მეგრელიშვილის წიგნი ,,ომი და მშვიდობა", სხვა ნაცქალებიც გამოუშვებენ წიგნებს. კერძოდ, მალე იხილავს მზის სინათლეს:

მაია ორჯონიკიძის წიგნი ,,ანა კარენინა";

მეგი გოცირიძის წიგნი ,,ძმები კარამაზოვები";

ნონა მამულაშვილის წიგნი ,,ეშმაკნი";

ხატია დეკანოიძის წიგნი ,,იდიოტი";

თინა ბოკუჩავას წიგნი ,,ოსტატი და მარგარიტა";

ნანული ჟორჟოლიანის წიგნი ,,ძაღლის გული";

ამ ლიტერატურულ სერიას დააგვირგვინებს გიული ალასანიას წიგნი ,,მარადი ქმარი".

კლასიკა უკვდავია“- წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner