logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: შეიძლება ძალიან მალე ჩვენ რუსეთის მხრიდან ულტიმატუმის წინაშე აღმოვჩნდეთ
- +

7 აპრილი. 2022. 00:28

 

 

„ჩემი აზრით, შეიძლება ძალიან მალე ჩვენ რუსეთის მხრიდან ულტიმატუმის წინაშე აღმოვჩნდეთ. ულტიმატუმი შეეხება იმას თუ როგორი გაგრძელება ექნება მის ურთიერთობას საქართველოს მიმართ, ჩვენ რა პოზიცია უნდა დავიკავოთ,“ - ამის შესახებ ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„ჩემი აზრით, არის ჩანაფიქრი, რომ ამ ულტიმატუმის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იყოს ძალიან სერიოზული პრესის ქვეშ. მე ამ შორს მიმავალ ნაბიჯებს ვხედავ. პრესის მთავარი შინაარსი უდნა იყოს მისი პრორუსულობა და ამის დამადასტურებელი კომპრომატების დაგროვება, რომელიც შემდეგ ამ ზეწოლისა და შიდა დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელი გახდეს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner