logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: ჩაფიქრებული ის ხომ არ იყო, რომ მაქსიმალურად შეიქმნას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრორუსულობის იმიჯი?“
- +

7 აპრილი. 2022. 00:29

 

 

„თუ ჩვენ მოგვიწევს ულტიმატუმის წინაშე დადგომა, როგორც ჩანს, იმ მომენტში ხელისუფლება უნდა იყოს მაქსიმალურად შებოჭილი. ჩემი აზრით, ეს არის ჩანაფიქრი და ამიტომ მივმართე საზოგადოებას, რადგან ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების მხარდაჭერის გარდა, ხელისუფლებას არავითარი სხვა ინსტრუმენტი არ ექნება მყარად იდგეს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელშიც იქნება საზოგადოების რეალური მხარდაჭერა,“ - ამის შესახებ ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ეს არის მეგობრული თემა ნამდვილად, მაგრამ ჩვენ არ დაგვიწყია. ელჩის გაწვევით დაიწყო ეს ამბავი და თავისთავად ამას ანალიზი სჭირდებოდა. ამ ანალიზმა მოითხოვა იმ შესაბამასობის დანახვა, რაც იმ მაღალაჩინოსნებსა და ყოფილი ხელისუფლების წარმომდგენლებს შორისაა. ამ ანალიზმა მოიტანა მთელი იმ სპექტრის დანახვა. პირდაპირ რომ ვთქვა, ეს არამეგობრული ნაბიჯია. ამის დაზუსტება მეგობარ ქვეყანასთან ყოველთვის შეიძლებოდა - აქ ჩაფიქრებული ის ხომ არ იყო, რომ მაქსიმალურად შეიქმნას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრორუსულობის იმიჯი სწორედ იქ, საიდანაც შესაძლებელია შემდგომი ზეწოლა მოდიოდეს?“, - განაცხადა კაკულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner